ფორლანი ეტოოს ნაცვლად

AutoSharing Option
ბუნებრივია, სამუელ ეტოოს შემცვლელის მოძებნა იყო საჭირო და როგრც ჩანს, მასიმო მორატიმ ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალი სეზონიდან “ნერაძურის” ღირსებას დიეგო ფორლანი დაიცავს.

ურუგვაის ნაკრების თვდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავს და დიდი ხანია დადის ხმები იმის შესახებ, რომ ესპანეთიდან აბარგებას აპირებს. “გაძეტას” მიერ გავრცელებულ ცნობაში უჩვეულო მხოლოდ თანხაა, რომელიც მილანური გრანდის მესვეურებმა პირენეელებს უნდა გადაუხადონ - ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ ხუთ მილიონ ევროზე. როგორც “გაძეტას” ჟურნალისტი ამტკიცებს, ფორლანი წინააღმდეგია კარიერა “ატლეტიკოში” გააგრძელოს და ეს
თანხაც უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ერთი მხრივ, წარმოუდგენელია ფორლანის დონის ფეხბურთელს სიმბოლურ ფასად შეელიო, მაგრამ თუ მოთამაშეს ხელშეკრულების ვადა მალე ეწურება და შეუძლება სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაგტოვოს, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება.

მოკლედ, “ინტერმა” არსებული გარემოებით ისარგებლა და როგირც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იაფად ჩაიგდო ხელში. ამ ცნობას კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა პრაქტიკულად ადასტურებს:

“დიეგო ფორლნის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვსურდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკება არც კი დაგვიწყია, რადგან მის გასხვისებას მადრიდელები არ აპირებდნენ. ამჯერად განსხვავებული ვითარებაა და თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ურუგვაელი ჩვენთან გააგრძელებს კარიერას. ეს დიდი საჩუქარი იქნება სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან ფორლანის დონის ფორვარდი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია”.

“გაძეტას” ინფორმაციით, “ინტერის” მესვეურები ფორლანს პირადი კონტრაქტის დეტალებზეც შეუთანხმდნენ - ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, დიეგოს წლიური ჯამაგირი კი 4.5 მილიონ ევროს შეადგენს. ანუ, მთლიანობაში “ინტერს” ფორლანის ორწლიანი სამსახური 14 მილიონი ევრო უჯდება.

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ინტერის მესვეურები დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველით, მარიო გიოტცეთი არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ გიოტცე გერმანიის ჩემპიონი გუნდის ლიდერია, გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობს და ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც იმკვიდრებს ადგილს. მოკლედ, მარიო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია გერმანიაში და როგორც ჩანს, უკვე ევროპის მასშტაბითაც. “კორიერე დელო სპორტის” მტკიცებით, გიოტცეს სანაცვლოდ მილანელებმა დორტმუნდული კლუბის მესვეურებს 20 მილიონი ევრო შესთავაზეს და გერმანელებისგან პასუხს ელოდებიან. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ დორტმუნდელებმა ეს წინადადება მიიღონ, მაგრამ აქ უფრო მთავარი ის ინტერესია, რომელიც “ინტერს” აქვს ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ - ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ მოლაპარკების პროცესი გაგრძელდება.

ამასობაში, პირველი იტალიური კომენტარი გააკეთა რიკი ალვარესმა, რომელიც ‘ინტერის” ახალწვეულია და მასზე გუნდის მტავარი მწვრთნელი დიდ იმედებს ამყარებს. რიკიც ოპტიმისტურად არის გნწყობილი და პირველივე სეზონში სკუდეტოს უმიზნებს:

“მილანურ გრანდში გატარებული თითოეული დღე უდიდესი გამოცდილებაა ჩემთვის, რომელიც ფასდაუდებელ სამსახურს მიწევს. დიდ გუნდში მოვხვდი და ეს პირველივე დღეს ვიგრძენი, როდესაც “ინტერის” საწვრთნელ ბაზაზე შევდგი ფეხი. რაც მთავარია, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში და ადაპტაციის პერიოდი ნამდვილად არ მიჭირს. მართლია, არგენტინელებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდება, მაგრამ შებოჭილად არც სხვებთან ვგრძნობ თავს. მიუხედავად სხვადასხვა წარმომალობისა, გუნდი ერთ მუშტად არის შკრუკული, რაც წარმატების მთავარი საწინდარია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული