"ინტერმა" ეტოოს "ანჟიში" წარმატებები უსურვა

AutoSharing Option
"ინტერმა" თავის ოფიციალურ საიტზე ეტოოს "ანჟიში" გადასვლა დაადასტურა და კამერუნელს მადლობა გადაუხადა იმ წლებისთვის, რომელიც მან "ნერაძურიში" გაატარა.

"პრეზიდენტი მასიმო მორატი და კლუბის ყველა წევრი ეტოოს მადლობას უხდის პროფესიონალიზმის და შემართებისთვის, რომლითაც ის გუნდის ღირსებას იცავდა.
ასევე "ინტერში" გატარებული ორი ბრწყინვალე სეზონის, 102 მატჩის, 53 გატანილი გოლის და ექვსი დაუვიწყარი ტიტულითვის.

ახალ გუნდში ყველანაირ წარმატებას გულით ვუსურვებთ", - ნათქვამია "ინტერის" ოფიციალურ განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული