როგორც გაირკვა, "ლივერპულის" ფეხბურთელი მილანში უკვე ჩავიდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
"ძალიან მიხარია მილანში ყოფნა. "მილანში" გადავდივარ, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხიდან წარმოვაჩინო. ვიღაცა ახალ პირლოს მეძახის? არა, ჩვენ სხვადასხვა ფეხბურთელები ვართ. მოედნის ცენტრში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში. მინდა ხელმძღვანელობის ნდობა მოვიპოვო", - განაცხადა აკვილანმა.
შეგახსენებთ, რომ "მილანი" აკვილანს იჯარის წესით გადაიბირებს, მაგრამ უფასოდ, შემდეგი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თუ ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში 25 შეხვედრას ჩაატარებს. გამოსასყიდ თანხად 8 მილიონი ევრო სახელდება.
მომზადებულია