იტალიის ჩემპიონატის პირველი ტური მოთამაშეთა გაფიცვის გამო გადაიდება

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატს სტარტი 27-28 აგვისტოს უნდა აეღო, მაგრამ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი მოთამაშეთა ასოციაციასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ლიგის უარი გახდა.

ფეხბურთელები დროებითი შეთანხმების მიღწევას მხარეებს შორის 2012 წლის ივნისამდე გეგმავდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. შედეგად მოთამაშეებმა გაფიცვა მოაწყვეს და სერია А-ს პირველი ტური გადაიდო.

ვარაუდობენ, რომ იტალიის ჩემპიონატი 11 სექტემბერს დაიწყება.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული