"ვფიქრობ, აკვილანის გადმოსვლასთან ერთად ჩვენი სატრანსფერო საქმიანობა დასრულდა. ალბერტოს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია და კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს.
მჯერა, "მილანის" სათამაშო სტილს ის წარმატებით შეეწყობა", - განუცხადა ალეგრიმ ფიფას ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" 27 წლის ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე აიყვანა.