ალეგრი: აკვილანის მოსვლასთან ერთად "მილანმა" სატრანსფერო საქმიანობა დაასრულა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ლივერპულიდან" იტალიურ კლუბში ნახევარმცველის ალბერტო აკვილანის გადმოსვლაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, აკვილანის გადმოსვლასთან ერთად ჩვენი სატრანსფერო საქმიანობა დასრულდა. ალბერტოს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია და კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს.

მჯერა, "მილანის" სათამაშო სტილს ის წარმატებით შეეწყობა", - განუცხადა ალეგრიმ ფიფას ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" 27 წლის ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე აიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული