"მილანი" კაკას გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის კაკას გადაბირებას ცდილობს.

როგორც გაირკვა, ახლო მომავალში იტალიელები "რეალს" ოფიციალურ მიმართვას გაუკეთებენ ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით. "მილანი" მზად არის ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ასევე კაკას გადაბირების ალტერნატიული ვარიანტი არსებობს, ბრაზილიელის იჯარის წესით გადაყვანა გამოსყიდვის შესაძლებლობით 20 მილიონ ევროდ.

შესაძლოა კაკამ "მილანში" დაბრუნების გამო ნაკლებ ხელფასზეც იყოს თანახმა, ვიდრე ახლა იღებს.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული