ფრანგი ნახევარმცველი "ინტერთან" სუპერთასის პაექრობაში დაშავდა და როგორც დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, ტრავმა იმაზე უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ანუ, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, წელს ფლამინის მოედანზე ვეღარც ვიხილავთ.
ამ ამბავმა "როსონერის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ძალიან დაამწუხრა და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან საყოველთაო მოლოდინით, ფრანგი ძირითადი შემადგენლობისთვის იყო "განწირული". აი, რას
ფრანგის დაშავება განსაკუთრებით საწყენია, რადგან მძიმედ დაშავდა და თანაც, მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი. რა გაეწყობა, ეს ფეხბურთია და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც საჭიროა. დროულად უნდა უნდა იმკურნალოს და სეზონის მეორე ნახევრიდან შემოგვიერთდეს. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მასაც აწუხებს ფეხი და ჯერ კიდევ გაურკვეველია როდის დაუბრუნდება მოედანს, ბოლო ინფორმაციით, სრული რეაბილიტაციისთვის ერთი კვირიდან ათ დღემდე დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, "მილანი" ყველა შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს".
აქვე, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც "მილანს" ეხება და იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა – მიუხედავად იმისა, რომ ადრიანო გალიანიმ ღიად განაცხადა, ჩვენთვის სატრანსფერო ბაზარი ალბერტო აკვილანის გადმობირებასთან ერთად დაიხურაო, არც მთლად მასე ყოფილა საქმე; თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, გალიანიმ მადრიდს ოფიციალური წარმომადგნელი აფრინა, რათა ფლორენტინო პერესისთვის შემდეგი სიტყვა გადაეცა: "25 მილიონი ევრო კაკას სანაცვლოდ".
ვერ გეტყვით, რა უპასუხა პერესმა, ან რას უპასუხებს, მაგრამ ერთი კი ფაქტია, თავად რიკარდო "როსონერიში" დაბრუნების წინააღმდეგი არ არის - ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:
"ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ჩემით "მილანის" მესვეურთა დაინტერესების შესახებ, მაგრამ ასეთი ხმების გავრცელებაც კი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ეს იმას ნიშნავს, რომ "როსონერიში" ჯერ კიდევ ვახსოვარ ხალხს. მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ კი "მილანში" თამაშის საშუალება მომეცემა, ბედნიერი ვიქნები. ეს ის გუნდია, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და ეს პერიოდი ყოველთვის კარგად მეახსოვრება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"