"ინტერი" მიკოლით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ინტერის" ინტერესთა სფეროში "პალერმოს" 32 წლის თავდამსხმელი ფაბრიციო მიკოლი მოხვდა. მილანელები სამუელ ეტო'ოს "ანჟიში" გადასვლის შემდეგ შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით თავდამსხმელ დიეგო ფორლანის შეძენა იქნება, რომელიც "ატლეტიკოს" კონტრაქტის შეწყვეტაზე უკვე შეუთანხმდა.

მიკოლი სიცილიურ კლუბში 2007 წლიდან გამოდის, მაგრამ ბოლო დროს არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არაა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული