ჯანლუიჯი ბუფონი: ფეხბურთელების გაფიცვა იძულებითი ზომაა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების გაფიცვა, რომლის გამოც სერია A-ს პირველი ტური გადაიდო, იძულებითი ზომა იყო. 33 წლის გოლკიპერის თქმით, ახლა აუცილებელი შეთანმების მიღწევაა და არა დამნაშავეების ძებნა.

"არიან ფეხბურთელები დამნაშავე იმაში, რომ ჩემპიონატის დაწყება გადაიდო? მე ასე არ ვიტყოდი. არცერთ მოთამაშეს არ სურდა, რომ გაფიცვა შემდგარიყო - ეს იძულებითი ზომა იყო. ახლა მთავარი ამ რთული სიტუაციის გადაწყვეტაა და არა დამნაშავეების ძებნა.

ჩემი აზრით, სრულიად ნათელია, რომ აქ მხოლოდ მოთამაშეები არ მონაწილეობენ. მიუხედავად ამისა, გავიმეორებ
- მოცემულ მომენტში საჭიროა პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად გადავწყვიტოთ", - თქვა ბუფონმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული