ჯილა ნაკრებში დააბრუნეს

AutoSharing Option
"ფიორენტინას" 28 წლის ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო იტალიის ნაკრებში დააბრუნეს. ჯილა ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩებისთვის, ფარერებთან და სლოვენიასთან მატჩისთვის გამოიძახეს.

ჩეზარე პრანდელიმ ჯილარდინო 10 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ არ ათამაშა, თუმცა სავალიფიკაციო მატჩებისთვის ისევ აღადგინა "აძურას" 24-კაციან სიაში.

"იუვენტუსის" შემტევი ალექსანდრო მატრი ტრავმირებულია და მომავალ ორ თამაშს გამოტოვებს. პრანდელიმ ოთხი ლეგიონერი გამოიძახა, მათ შორის, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი მარიო ბალოტელია. იტალიის ნაკრები პარასკევს ეწვევა შორეულ ჩრდილოეთს, ხუთი დღის შემდეგ კი ფლორენციაში უმასპინძლებს სლოვენიელებს.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი),
სალვატორე სირიგუ (პარი სენ ჟერმენი).
მცველები: დავიდე ასტორი (კალიარი), ფედერიკო ბალძარეტი (პალერმო), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატია კასანი (ფიორენტინა), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანდრეა რანოკია (ინტერი).
ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (მილანი), დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), ტიაგო მოტა (ინტერი), ანტონიო ნოჩერინო (პალერმო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი).
თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), ანტონიო კასანო (მილანი), ალბერტო ჯილარდინო (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), ჯამპაოლო პაცინი (ინტერი), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული