სნეიდერი: მოურინიომ ამჯერად შორს შეტოპა

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა გუნდის ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დაცვა გადაწყვიტა. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, ბევრ კრიტიკოსს უბრალოდ არ ესმის პორტუგალიელი სპეციალისტის იმიტომ, რომ მასთან არ უმუშავია.

"მოურინიოსნაირ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ. მესმის უმრავლესობის აზრი ჟოზესთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ ვეთანახმები. ხალხი, რომელიც არასდროს არ მუშაობდა მოურინიოსთან, მას ვერ გაუგებს.

ის ყოველთვის მართალია საკუთარ თავთან. დარწმუნებული ვარ, ჟოზე წუხს იმის გამო, რაც გააკეთა "ბარსელონასთან" შეხვედრაში, მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. მოურინიო მართლაც კარგი ადამიანია. ჩემი აზრით მას ესმის, რომ ამჯერად შორს შეტოპა",
- განაცხადა სნეიდერმა.

მომზადებულია Sportwereld-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული