კარიერას სამპდორიაში დავასრულებ

AutoSharing Option
ანტონიო კასანოს სურს, რომ "სამპდორია" მისი საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი კლუბი იყოს.

"ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ "სამპდორიადან" წავიდე. მინდა, კარიერა აქ დავასრულო. "სამპდორიაში" თავს მეფესავით ვგრძნობ, აქ ყველაფერი მახარებს, ერთი სიტყვით, უბედნიერესი ვარ", - აცხადებს იტალიელი თავდამსხმელი.
კასანოს გენუური კლუბის შემადგენლობაში 123 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 46 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული