ჩეზარე პრანდელი: იტალიის ნაკრებზე ცუდმა გაზონმა და სერია A-ში გაფიცვამ იმოქმედა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, რომლის გუნდმა ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში უკვე 19 ქულას მოუყარა თავი, ფარერებთან ჩატარებულ მატჩში "სკუადრა აძურას" თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. იტალიელებმა სუსტ მეტოქესთან სტუმრად მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

"ჩვენ თამაში კარგად დავიწყეთ და ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემა პირველსავე ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ მინდვრის ცუდმა მდგომარეობამ და მეტოქის კონტრშეტევებზე აგებულმა თამაშმა ამაში ხელი შეგვიშალა. მეტოქე თავდაჯარებული მოქმედებდა, ჩვენი ფეხბურთელები კი დაბნეულები ჩანდნენ.

როდესაც თამაშის წინ ვამბობდი, რომ შედეგი მაფიქრებდა, იმას ვგულისხმობდი, რომ ფარერების დონის ნაკრებებს პრობლემების შექმნა შეუძლიათ,
მითუმეტეს, სეზონის ამ ნაწილში.

ყველაფერთან ერთად, ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობისთვის სერია A-ში გაფიცვის გამო ახალი სეზონი ჯერ არ დაუწყია.

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა ამ მატჩში ფეხბურთელების ოპტიმალური ფორმისგან შორს ყოფნა და წვიმისგან წამხდარი გაზონი იყო", - განაცხადა პრანდელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული