სნეიდერი: მოურინიომ "ინტერში" დარჩენა მირჩია

AutoSharing Option
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ინტერში" დარჩენა ურჩია. მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის ვარიანტის არსებობისა.

"მოურინიომ დამირეკა და დარჩენა მირჩია. ჟოზეს გულში "ინტერი" სამუდამოდ დარჩება. მსგავსი რჩევა ალბათ სწორედ ამიტომ მომცა.

მართლაც მიხარია, რომ დავრჩი, წასვლის სურვილი არასდროს მქონია და "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტი საუბარი არ მსურს", - თქვა სნეიდერმა.

2009/10 წლის სეზონში მოურინიომ "ინტერთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული