იოვეტიჩი "ფიორენტინაში" 2016 წლამდე რჩება

AutoSharing Option
"ფიორენტინას" შემტევი ნახევარმცველი სტევან იოვეტიჩი ახლო მომავალში თავის კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად ჩერნოგორიელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 2016 წლამდე დარჩება.

იოვეტიჩმა გასული სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც წინა წლის ივლისში მიიღო.

ჩერნოგორიელი ფეხბურთელი "ფიორენტინაში" 2008 წელს გადავიდა, მანამდე იოვეტიჩი ბელგრადის "პარტიზანის" ღირსებას იცავდა. იტალიელებმა ნახევარმცველის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული