დელიო როსი: "მილანთან" "ლაციომ" გახსნილი ფეხბურთი უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
"ლაციოს" ყოფილმა თავკაცმა დელიო როსიმ "ბიანკოჩელესტესთან" "მილანის" მატჩზე ისაუბრა.

შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ფარგლებში "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება.

"ლაციომ" რამეს რომ მიაღწიოს, ღია ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ეს ერთადერთი საშუალებაა იმიტომ, რომ თუ საკუთარ საჯარიმოსთან ბარიკადებს მოვაწყობთ, აუცილებლად შეცდომას დავუშვებთ, რომელიც გაშვებულ გოლამდე მიგვიყვანს.

"სან სიროზე" საკუთარი სახე უნდა ვაჩვენოთ. სხვა შემთხვევაში ქულებს ვერ ავიღებთ", - განაცხადა როსიმ.

"მილანის" და "ლაციოს" შეხვედრა პარასკვეს, 9 სექტემბერს გაიმართება.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული