შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ფარგლებში "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება.
"ლაციომ" რამეს რომ მიაღწიოს, ღია ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ეს ერთადერთი საშუალებაა იმიტომ, რომ თუ საკუთარ საჯარიმოსთან ბარიკადებს მოვაწყობთ, აუცილებლად შეცდომას დავუშვებთ, რომელიც გაშვებულ გოლამდე მიგვიყვანს.
"სან სიროზე" საკუთარი სახე უნდა ვაჩვენოთ. სხვა შემთხვევაში ქულებს ვერ ავიღებთ", - განაცხადა როსიმ.
"მილანის" და "ლაციოს" შეხვედრა პარასკვეს, 9 სექტემბერს გაიმართება.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით