ზეედორფი: ვნახოთ "ბარსას" ფონზე როგორ გამოვიყურებით

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა განცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა "ბარსელონას" წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატისთვის მომზადება იქნება.

"ჩვენ საკუთარი თავის შემოწმება გვჭირდება, რამდენად მოვუმატეთ თამაშს. სამშაბათს გასამართი შეხვედრა "ბარსელონასთან" ამის კარგ საშუალებას მოგვცემს.

"ბარსელონა" ამჟამად საუკეთესოა. შეგვიძლია ვნახოთ, მათ ფონზე როგორ გამოვიყურებით. არ ვიცი რა მოხდა იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში, მაგრამ ფაქტია, კასანო სულ სხვანაირად გამოიყურება. ახლა ვარჯიშებზეც და თამაშებშიც სულ სხვანაირი გახდა", - განაცხადა ზეედორფმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული