პრანდელი: იტალიის ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ სლოვენიასთან (1:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თავდამსხმელი სწორად გამოიცნო. "სკუადრა აძურამ" შეხვედრა ჯამპაოლო პაცინის გოლით მოიგო.

"ჩემი გუნდი თამამად თამაშობდა და მოედნის ცენტრში უპირატესობას ფლობდა. მიუხედავად ამისა, გატანა დიდ ხანს ვერ მოვახერხეთ. აღსანიშნავია, რომ თამაშის ბოლომდე მაღალი ტემპით თამაში რთულია. მეტოქე თავის საჯარიმოში ჩაიკეტა და თავისუფალი ზონების მოძებნა გაჭირდა.

ჩვენი თავდამსხმელები მეტოქის საჯარიმოში უფრო ხშირად უნდა იჭრებოდნენ, მაგრამ ამ შეხვედრაში მათ მოედნის ცენტრიდან დე როსი კარგად ეხმარებოდა", - განაცხადა პრანდელიმ.

ამ გამარჯვებით იტალიის ნაკრები
ევროპის 2012 წლის ფინალურ ეტაპზე  გავიდა.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული