ბალოტელი და ლავესი მაფიასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები

AutoSharing Option
ნეაპოლის პროკურატურამ დასაკითხად "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი მარიო ბალოტელი და "ნაპოლის" ფორვარდი ესკიელ ლავესი გამოიძახა.

როგორც გაირკვა, ნეაპოლის პროკურატურა ეჭვობს, რომ აღნიშნულ ფეხბურთელებს იტალიურ მაფიასთან აქვთ კავშირი.

ფეხბურთელები იტალიელი გამომძიებლების წინაშე 15 სექტემბერს მოწმეების სახით წარსდგებიან.

საქმე ისაა, რომ მარიო ბალოტელი 2010 წლის 8 ივნისს სკამპიას კვარტალში ნეაპოლის მაფიის ბოსის ვიტორიო პიზანის მეგობართან მარკო იორიოსთან ერთად შეამჩნიეს. იორიო ფულის გათეთრებაში არის ეჭვმიტანილი და ამჟამად მასზე ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ლავესს, ფეხბურთელი პოზილიოს კვარტალში მაფიოზებთან სეირნობის დროს შეამჩნიეს.

ბალოტელი და ლავესი პირველი
ფეხბურთელები არ არიან, ვინც ნეაპოლის პროკურატურამ გამოიძახა. ადრე იორიოს საქმეზე მოწმედ ორჯერ იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო წარსდგა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მხიედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული