მატერაცი შესაძლოა "ინტერის" სტრუქტურაში დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილ მცველს მარკო მატერაცის, რომელმაც ივნისში "ნერაძურისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ფეხბურთი მოენატრა.

"სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთ სეზონს სიამოვნებით ვითამაშებდი. მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოვხვდებოდი, კლუბის დატოვება გადავწყვიტე. ამასთან, "ინტერის" და მისი ხელმძღვანელობის მიმართ გულში არანაირი ხინჯი არ დამრჩენია. ამ კლუბმა ძალიან ბევრი მომცა", - თქვა მატერაციმ.

იტალიელი მცველი "ინტერს" უახლოეს ხანში შესაძლოა სპორტული დირექტორის პიერო აუსილიოს შემცვლელად დაუბრუნდეს.

მომზადებულია Tutto Mercato Web-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული