"იუვენტუსს" სურს, რომ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოკვეთონ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" იურისტებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების გათამაშებიდან "ინტერის" მოკვეთა მოთხოვეს.

ტურინული კლუბი კვლავაც ჯიქურად ესწრაფვის სკუდეტოს დაბრუნებას, რომელიც 2006 წელს მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, არ ჩამოართვას მილანის "ინტერს" ჩემპიონის ტიტული, რომელიც კლუბმა "იუვენტუსისა" და "მილანის" საჯარიმო სანქციებით დაისაკუთრა.

"ტუტოსპორტის" ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ოლიმპიური კომიტეტი "ინტერთან" დაკავშირებით საქმეს წამოიწყებს, მილანურ კლუბმა შესაძლოა "ფენერბახჩეს" ბედი გაიზიაროს. თურქული კლუბი, რომელიც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ამხილეს, ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული