ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ლაციოსთან" გვეძინა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს მეორე ტურში "ლაციოსთან" ფრედ 2:2 ნათამაშები მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს "ბარსელონასთან" გაცილებით უკეთ თამაში მართებთ.

"ლაციოსთან" მატჩის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, გვეძინა. კიდევ კარგი, რომ გონს დროზე მოვეგეთ. ვფიქრობ, ეს თამაში უნდა მოგვევო.

იმავეს უფლებას საკუთარ თავს "ბარსელონასთან" თამაშში ვერაფრით მივცემთ. ძალიან რთული მატჩი გველის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა "კამპ ნოუზე" გამარჯვებას მივაღწიოთ", - განაცხადა შვედმა ფეხბურთელმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული