ჯილარდინოს "ფიორენტინასთან" კონტრაქტის გაგრძელება სურს

AutoSharing Option
"ჯენოაში" ვერგადასვლის შემდეგ ალბერტო ჯილარდინო თავის ამჟამინდელ კლუბთან, ფლორენციულ "ფიორენტინასთან" კონტრაქტის გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

"სატრანსფერო ბაზარი დახურულია, ახლა აწმყოზე უნდა ვიფიქრო. ორი-სამი რთული თვის გადატანა მომიხდა, მაგრამ პრეზიდენტ დიეგო დელა ვალესთან საუბარმა ყველაფერი გადაწყვიტა.

მას კვლავ შევხვდებით, რათა კონტრაქტის გაგრძელება განვიხილოთ. ვნახოთ, პირობებზე შევთანხმდებით თუ არა", - თქვა ჯილარდინომ.

აღსანიშნავია, რომ "ფიორენტინასთან" ფორვარდის ამჟამინდელი კონტრაქტი 2013 წელს იწურება.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული