რობინიო და იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩისთვის "ბარსელონას" წინააღმდეგ შემადგენლობა გამოაცხადა.

"ბარსელონასთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო. ასევე "მილანისთვის" დიდ დანაკარგს წარმოადგენს შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ტრავმა  დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო. აქედან გამომდინარე ალეგრის განკარგულებაში, მხოლოდ ორი თავდამსხმელი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა იტალიელი ფორვარდი ფილიპო ინძაგი.

შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: აბიატი, ამელია, რომა
მცველები: აბატე, ანტონინი, ბონერა, ნესტა, ტაივო, ტიაგუ სილვა, ძამბროტა, იეპესი
ნახევარმცველები: ამბროზინი, აკვილანი, ბოატენგი, ემანუელსონი,
ნოჩერინო, ზეედორფი, ვან ბომელი
თავდამსხმელები: კასანო, პატო

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული