"გასპერინის იდეები განსხვავებულია. ყველა მწვრთნელი იმას აკეთებს, რასაც სწორად მიიჩნევს. ჩვენმა მწვრთნელმა გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა, ყველაფერი აბსოლუტურად ახალია. დრო გვჭირდება, რათა ამას შევეჩვიოთ.
არ ვიცი, გუნდის გადაწყობას რამდენ ხანი დასჭირდება. კლუბში ყველას სურს, რომ თამაში დალაგდეს. ყველაფერს ვიზამთ, რაც შეგვიძლია. თუ წაგებას განვაგრძობთ, მწვრთნელი ზოგიერთ რამეს შეცვლის. საკუთარი საქმე უფრო მონდომებით უნდა ვაკეთოთ", - განაცხადა ძანეტიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით