ბოლატის სამშობლო ენატრება

AutoSharing Option
"ფიორენტინას" არგენტინელ ნახევარმცველ მარიო ბოლატის ისე ძალიან უნდა "რივერ პლეიტში" გადასვლა, რომ მზადაა, ხელფასის შემცირებაზეც კი დათანხმდეს.

კლუბები ერთმანეთში უკვე შეთანხმდნენ: არგენტინელები თანახმანი არიან, ბოლატის სანაცვლოდ ფლორენციელებს 3,5 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადონ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ "რივერ პლეიტს" მისთვის "ფიორენტინას" დარი სოლიდური ხელფასის შეთავაზება არ შეუძლია. ცნობისათვის, ბოლატი ფლორენციაში არცთუ სოლიდურ ჯამაგირს – წლიურ 400 ათას აშშ დოლარს იღებს. თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, მას სამშობლოში დაბრუნება სწადია და ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ეს ტრანსფერი მაინც განხორციელდება.

შეგახსენებთ, ბოლატი "ფიორენტინაში" მიმდინარე წლის
დასაწყისში გადავიდა არგენტინული "ურაკანიდან", რომლის ღირსებასაც იჯარით იცავდა. "ფიორენტინამდე" იგი პორტუგალიურ "პორტუს" ეკუთვნოდა. ისიც გეხსომებათ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილ თავკაც დიეგო მარადონას მარიო სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე ჰყავდა წაყვანილი.

ლევან ჯანეზაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული