ბოატენგი მილანელია!

AutoSharing Option
უკვე გადაწყვეტილია, რომ კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იტალიური გრანდის წევრია.

23 წლის ბოატენგი უკვე მილანშია და გუშინ "მილანელოს" ბაზაზეც მივიდა, სადაც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ახალი თანაგუნდელები გაიცნო. მისი დებიუტი სავარაუდოდ, კვირას, ბერლუსკონის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ შედგება. კონტრაქტის ნიუანსები კი შესაძლოა, დღეისთვისაც გახდეს ცნობილი.

გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილ ბოატენგს სხვადასხვა დროს "ჰერტას", "დორტმუნდის", "ტოტენჰემის", "ჯენოასა" და "პორტსმუთის" ღირსება დაუცავს, ყველაზე ხშირად კი
მსოფლიო საფეხბურთო მედიაში მისი გვარი მაისში ისმოდა, როცა მიხაელ ბალაკი დაამტვრია და მუნდიალს მიღმა დატოვა.

სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონატისას ეს ამბავი ყველას ნელ-ნელა გადაავიწყდა. ბოატენგმა ხომ განის ნაკრებს, რომელსაც ზედ მუნდიალის წინ შეუერთდა, დიდი სამსახური გაუწია და ლომის წილი დაიდო აფრიკელთა მეოთხედფინალში გასვლაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული