"ინტერმა" 1921 წლის შემდეგ სეზონი ყველაზე ცუდად დაიწყო
AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის სტარტზე "ინტერმა" ზედიზედ სამი თამაში დათმო - "მილანთან" იტალიის სუპერთასზე 1:2 წააგო, სერია А-ში "პალერმოსთან" 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაში "ტრაბზონსფორთან" მოულოდნელი მარცხი იწვნია - 0:1.
სეზონი უარესად "ინტერმა" ბოლოს 90 წლის წინ დაიწყო. 1921 წელს "ნერაძური" ზედიზედ 5 შეხვედრაში დამარცხდა. სამი წაგება კი სეზონის ნებისმიერ ნაწილში მილანელებს ბოლოს 2000 წელს ჰქონდათ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.