ლუის ენრიკე: "რომა" "ინტერის" ძლევის სურვილით იწვის

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "ინტერთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ შაბათს გასამართი თამაში ორივე გუნდისთვის ერთგვარი ტესტი იქნება.

ესპანელის თქმით, მისმა შეგირდებმა ამ კვირაში ერთობ ინტენსიურად ივარჯიშეს და ახლა ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენებას შეძლებენ.

"ჩვენ ამ კვირაში საკმაოდ ინტენსიურად ვივარჯიშეთ. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.

მართალია "ინტერმა" ეს სეზონი არცთუ კარგად დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ძლიერი გუნდია, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები არიან შეკრებილნი. საქმე მთლად ისე არც ჩვენ აგვეწყო, როგორც გვსურდა და ხვალიდნელმა მატჩმა ორივე გუნდის რეალური შესაძლებლობები
უნდა წარმოაჩინოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ ბიჭები გამარჯვების სურვილით იწვიან", - განაცხადა ენრიკემ.

მომზადებულია Il Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული