"ნაპოლის" თავდამსხმელმა ეზეკიელ ლავეციმ შესაძლოა დღეს სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრაში "მილანთან" ითამაშოს. ფორვარდმა ტერფის ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის მეორე ტაიმში მიიღო და მატჩში ბოლომდე ვერ ჩაატრა.
ადრე ცნობილი იყო, რომ ფორვარდი "შავ-წითლებთან" დაპირისპირებას აუცილებლად გამოტოვებდა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით