მაცარი: "მილანთან" ჩვენი თამაში არ მომეწონა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "მილანთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი შეგირდების თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა.

"მატჩი ცუდად დავიწყეთ, თუ ტოპ-კლუბების წინააღმდეგ თამაშს ასე გავაგრძელებთ, საქმე ცუდად წაგვივა. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. რამდენიმე ნამდვილად კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ სტადიაში ვცოდავდით და ბურთს ცუდად ვაკონტროლებდით.

სიმართლე გითხრათ, მთლიანობაში თამაში არ მომეწონა. დასაწყისში მეტოქეს ვუფრთხოდით და ზედმეტად ვნერვიულობდით. შესაძლოა, ყოველ მესამე დღეს თამაშს ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიეთ. "მანჩესტერ სიტისთან" მატჩშიც მსგავს სირთულებს წავაწყდით.

თუ განსაზღვრულ დონეზე თამაში გვსურს, ხასიათი უნდა განვიმტკიცოთ. პრესა
შედეგებს აფასებს, მე კი დასკვნები ჩვენი თამაშის მიხედვით გამომაქვს. ხანდახან ჩემი გუნდი უკეთ მოქმედებს, მაგრამ მას აკრიტიკებენ", - თქვა მაცარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული