"ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც მოედანზე მთელი სივრცის ათვისებას ცდილობს და ამიტომ, სიცარიელების ძიება გვიხდებოდა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით.
რაც შეეხება ვუჩინიჩთან ჩემ პარტნიორობას, ჩვენ ერთად მეტი შეგვიძლია. უფრო მეტად შეთამაშება გვმართებს, რადგან ერთად არცთუ დიდი ხანია ვთამაშობთ.
ახლა სატურნირო ცხრილის სათავეში კი ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჯერ ხომ სულ მეორე მატჩი ჩავატარეთ ჩემპიონატში?.."- განუცხადა ფორვარდმა ტურინული კლუბის საიტს.