ალეგრი: "მილანს" რამდენიმე უიღბლო მატჩის ჩატარება ეპატიება

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ნაპოლისთან" (1:3) წაგებულ შეხვედრას უცნაური უწოდა.

"ძალიან უცნაური მატჩი გამოვიდა. ჩვენ მუდმივად ვფლობდით ბურთს, თუმცა მეტოქეს გაუმართლა და გოლიც გაიტანა. გოლი კონტრშეტევიდან გავუშვით, მაგრამ ვიცოდით, რომ "ნაპოლი" ზუსტად ასე აპირებდა თამაშს. რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, რომ არა კავანის გოლი, შეიძლება შეხვედრა ფრედ დამთავრებულიყო.

ძალიანაც არ ვღელავთ ამის გამო. ყველამ უნდა დავისვენოთ. "მილანი" დიდი კლუბია, ამიტომ რამდენიმე უიღბლო მატჩის ჩატარება ეპატიება. ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ერთადერთი, რაც მაღელვებს, ბოლო ორ მატჩში ხუთი გაშვებული გოლია", - განაცხადა
ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული