ლუსიო: ელია მართალი არაა

AutoSharing Option
"ინტერის" მცველმა ლუსიომ "იუვენტუსის" ნახევარმცველის ელერო ელიას მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. ჰოლანდიელმა თავის მიკრობლოგში ლუსიოს "რომას" გოლკიპერ მარტენ სტეკელენბურგზე დაჯარიმებაზე დაწერა:

"ლუსიო საზიზღარია. ამ დარტყმისთვის მას წითელი ბარათი უნდა მიეღო. ძალიან გაბრაზებული ვარ".

"არ მიკვირს იმიტომ, რომ ის ახლა "იუვენტუსის" ფეხბურთელია. მაგრამ მსგავს რამეს მე არასდროს ვიტყოდი. ვფიქრობ, მისი მხრიდან ამ ეპიზოდის შეფასება არასწორია. მან ისიც კი არ იცის, რა მოხდა.

არ ვიცი, რატომ დაწერა ასე. არც არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ სტეკელენბურგი მწყობრშია. როგორც უკვე ვთქვი,
ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ელია კი სულელურად მოიქცა", - განაცხადა ლუსიომ.

მომზადებულია Mediaset-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული