გასპერინი: "ინტერს" სილა გააწნეს

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ "ნოვარასთან" (1:3) საკუთარი გუნდის თამაშს საშინელი უწოდა.

"ნოვარასთან" შეხვედრაში ჩემი გუნდი საშინლად მოქმედებდა. უფრო შემტევ თამაშს ვგეგმავდით, თუმცა როგორც კი თავდასხმაში გადავდიოდით, დაცვაში პრობლემები გვექმნებოდა. ყველა რგოლში უფრო დაბალანსებულად უნდა გვეთამაშა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - თქვა გასპერინიმ.

ამასთან მილანელთა თავკაცმა იმაზეც ისაუბრა, ეშინია თუ არა პოსტიდან გაშვების.

"მთლიანად ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. დიახ, ეს სილის გაწვნა იყო და ჩემი გუნდის მოქმედებებში ყველაფერი კარგად არაა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული