"ინტერის" მწვრთნელის ბედი დღეს გადაწყდება

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ თქვა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯანპიერო გასპერინის კლუბში დარჩენა-არ დარჩენის საკითხს 24 საათის განმავლობაში გადაწყვეტს.

გასპერინის ხელმძღვანელობით "ნერაძურიმ" ახალი სეზონი უკიდურესად წარუმატებლად დაიწყო და 5 მატჩიდან ვერცერთში გაიმარჯვა.

20 სექტემბერს "ინტერი" "ნოვარასთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. თამაშის შემდეგ მორატიმ თქვა, რომ გასპერინიმ გუნდში შექმნილ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. "ინტერის" პრეზიდენტი გასპერინის გასაშვებად ჯერჯერობით მზად არ არის და საკუთარ გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გაახმაურებს.

"ინტერის" თავკაცად შესაძლოა "იუვენტუსის", "ვალენსიას" და "ჩელსის" ყოფილი თავკაცი კლაუდიო რანიერი დაინიშნოს.

გასპერინის თავკაცობით "ინტერმა" ხუთი
შეხვედრიდან ოთხში მარცხი განიცადა. მილანელები იტალიის ჩემპიონატში "პალერმოსთან" და "ნოვარასთან" დამარცხდნენ, იტალიის სუპერთასი "მილანს" დაუთმეს, ჩემპიონთა ლიგაში კი "ტრაბზონსფორთან" გაწბილდნენ, "რომასთან" სერია A-ს მატჩი კი ნულოვანი ფრეთი დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული