ალეგრი: მატჩის ანგარიშით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "უდინეზესთან" (1:1) ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ფრე დაიმსახურა.

"ჩემი გუნდის მოქმედებით და მატჩის ანგარიშით კმაყოფილი ვარ. ბევრი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. "ნაპოლისთან" გაშვებული სამი გოლის შემდეგ ფეხბურთელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და კონცენტრაცია არ დაუკარგავთ.

იმედი მაქვს, რომ პატოს სერიოზული არაფერი სჭირს. ელ-შაარავიმ ბრაზილიელი კარგად შეცვალა. ლაზარეთში 12 ფეხბურთელი გვყავს", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Itallia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული