"დასანანია, რომ გამარჯვება ხელიდან გავუშვით, თუმცა მეორეს მხრივ, კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით.
საერთოდ, ჩვენ სამი ტურის მანძილზე კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით. "ბოლონიასთან" შეხვედრაში კი მთელი მეორე ტაიმის თამაში კაცნაკლულებს მოგვიხდა. გოლი კუთხურის გათამაშებიდან მივიღეთ, სხვა შემთხვევებში კი მეტოქისთვის გატანის შანსი არ მიგვიცია.
მინდა ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა თავდადებისთვის და განვაცხადო, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა კონტემ.
მომზადებულია Football Itallia-ს მიხედვით