გალიანი პატოს ხშირი ტრავმებით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს ხშირი ტრავმებით უკმაყოფილოა. ფორვარდმა მორიგი ტრავმა "უდინეზესთან" მატჩში მიიღო. ბრაზილიელი უკვე 21-ე წუთზე შეცვალეს. უახლოეს ხანში მას სამედიცინო გამოკვლევის გავლა მოუწევს.

"დღეს დილით მწვრთნელებს და სამედიცინო პერსონალს შევხვდი. 2008 და 2009 წელს პატოს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, გუშინ კი უკვე მერამდენედ დაშავდა", - თქვა გალიანიმ.

პატოს სავარაუდოდ მუხლის მყესები აქვს გაჭიმული და დაახლოებით 2 თვის გამოტოვება მოუწევს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული