თუ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რანიერი 1,6 მლნ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
იტალიურმა პრესამ "ინტერსა" და ახალ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გამოამზეურა.

"ფუტბოლ იტალია" ირწმუნება, რომ რანიერი 600 ათას ევროს მიიღებს, თუკი მის ხელში "ინტერი" სერია A-ს მოგებას შეძლებს. აი, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში კი ბონუსად 1,6 ევროს გამოჰკრავს ხელს.

შეგახსენებთ, რომ რანიერის "ინტერთან" კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და თუკი იტალიურ პრესას დავუჯერებთ, მისი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროთია განსაზღვრული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული