ალეგრი: ზეედორფის კლონირება მოგვიწევს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ჩეზენასთან" (1:0) მოგების შემდეგ, თავისი გუნდის ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი შეაქო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ზეედორფმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ ის 35 წლისა და მუდმივად ვერ ითამაშებს. ალბათ, მისი კლონირება მოგვიწევს. კასანომაც კარგად ითამაშა, ხოლო ელ შაარავის დრო სჭირდება, რათა გაიზარდოს.

ტაივოს დიდი ხანი არ უთამაშია , ამიტომ რაღაც მომენტებში მოქმედებას აგვიანებდა, თუმცა საბოლოო ჯამში მისი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ერთ გოლზე მეტის გატანაც შეგვეძლო, ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. რაც მთავარია საკუთარ თავში დარწმუნებულები
ვიყავით და გოლი არ გაგვიშვია", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული