სნეიდერი ცსკა-სთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ინტერის" ჰოლანდიელი ლიდერი უესლი სნეიდერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება, სადაც იტალიელები ცსკა-ს შეხვდებიან.

გუნდის მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის თქმით, სნეიდერი შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

"უესლი მოსკოვში არ გაემგზავრება. მისი ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა", - განაცხადა რანიერიმ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სნეიდერმა მიკროტრავმა მიიღო, კლუბის საწვრთნელო ბაზაზე, როცა პეხით კარი შეაღო.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" გუშინ კლაუდიო რანიერის თავკაცობით პირველი გამარჯვება იზეიმა. მილანელებმა იტალიის ჩემპიონატში "ბოლონია" 3:1 დაამარცხეს.

მომზადებულია
inter.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული