პირველი მილანურები, რანიერის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
V ტურის სამი შეხვედრა შაბათს გაიმართა და ჩვენც სწორედ ამ პაექრობებიდან დავიწყოთ. ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "ბოლონია"-"ინტერის" დაპირისპირება იწვევდა, რადგან მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დებიუტი შედგა.

გამოცდილმა სპეციალისტმა "ნერაძური" 4-3-1-2 სქემაზე გადააწყო, რამაც პირველივე შეხვედრაში გამოიღო შედეგი. მილანელებმა ორი ბურთის სხვაობით, დამაჯერებლად დაამარცხეს მეტოქე და დაგვანახვეს, რომ ასე იოლად ბედს არ შეურიგდებიან. ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთი გმირი ჯამპაოლო პაცინი გახდა, რომელსაც ჯანპიერო გასპერინი არ წყალობდა და ძირითადად სათადარიგოთა შორის ამწესებდა.

მატჩის პერიპეტიების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ის
აღვნიშნოთ, რომ "ინტერმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ერთი სიტყვით, რანიერის დებიუტი წარმატებული გამოდგა და როგორც იქნა, "ინტერმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ახალი ცოცხის ამბავი ყველასთვის ცნობილია, ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ რანიერიმ უკვე დაატყო ხელი მილანურ გრანდს, აშკარად გადამეტებული იქნება - მიუხედავად ამისა, სენიორ კლაუდიო ყურადღების ცენტრშია მოქცეული და კომენტარს კომენტარზე აკეთებს:

"ძალიან კარგად ვითამაშეთ და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია, მთავარია, რომ მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ და თავი არ დავზოგოთ. უკანმოუხედავად წინ წასვლა ჩემი სტილი არ არის, ამიტომ, ოთხი მცველი დავაყენე და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გავაკეთე აქცენტი. შედეგად, დაცვაშიც კარგად გავისარჯეთ და შეტევაშიც ვივარგეთ. რა არის ჩვენი მიზანი? - რა თქმა უნდა სკუდეტო, ჩვენ ხომ "ინტერის" სახელს ვიცავთ".

მატჩის შემდეგ, კომენტარი "ინტერის" კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმაც გააკეთა: "გამარჯვება სრული მობილიზების და კონცენტრაციის ხარჯზე მოვიპოვეთ, რამაც ყველანი ძალიან გაგვახარა. დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავართ და დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. მთავარია, რომ ასევე გავაგრძელოთ და შედეგი არ დაახანებს. გასპერინის ცდა არ დაუკლია და კარგი იქნება თუ მის მონდომებას დავაფასებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რანიერიმ უფრო სწორი ტაქტიკა-სტრატეგია შეარჩია. "ინტერი" გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია, ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

პირველი გამარჯვება მოიპოვა "მილანმაც" და ქულათა მარაგი ხუთამდე გაზარდა. ტრავმების გამო, მასიმილიანო ალეგრის ათი ფეხბურთელის გარეშე მოუწია ფონს გასვლა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი მილანელებს შეტევაში აქვთ. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ "მილანის" დარ გუნდში სასტარტო და სათადარიგო ფეხბურთელის ცნება პირობითია, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ "როსონერის" სამი წამყვანი შემტევის გარეშე უწევს ასპარეზობა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალეშანდრე პატო და რობინიო ლაზარეთში არიან და მკურნალობენ. შედეგად, "ჩეზენას" წინააღმდეგ "მილანი" ანტონიო კასანოსა და სტეფან ელ შაარავის ტანდემით წარსდგა.

მიუხედავად იმისა, რომ კასანო საკმაოდ კარგ ფორმაშია, "მილანის" შეტევებს სიმწვავე აკლდა და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ჩეზენას" კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა. მატჩის ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა - "მილანი" ოდნავ უკეთესად გაისარჯა, ვიდრე მისი მოკრძალებული მეტოქე და კინკილა გოლითაც მოუგო, რომელიც უბერებელი კლარენს ზეედორფის ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ საინტერტესო კომენტარი გააკეთა:

"გამარჯვება დაცვაში კარგი ასპარეზობის ხარჯზე მოვიპოვეთ, რაც ყველასთვის თვალშისაცემი გახლდათ. ამან შეტევის ინერტულობა გააბათილა და ქულების მორიგ დაკარგვას გადაგვარჩინა. გაცილებით უფრო დიდ სისწრაფეებზე უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სკუდეტოს შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნება. ვის გამოვარჩევდი? - რა თქმა უნდა კლარენს ზეედორფს, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვების გოლიც სრულიად ლოგიკურად გაიტანა.

სამწუხაროდ, ჰოლანდიელი უკვე 35 წლის არის და ყველა შეხვედრის უმაღლეს დონეზე ჩატარებას ვერ ახერხებს. ამიტომ, თუ ეს შესაძლებელია, კარგი იქნება თუ მის რამდენიმე კლონს გავაკეთებთ..."

ხუმრობა ხუმრობად და "მილანისთვის" მთლად კარგი ამბავი ვერ უნდა იყოს, როდესაც გუნდში საუკეთესო 35 წლის ვეტერანია - ასეა თუ ისე, "მილანმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა. შაბათსვე, "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" მიიღო და მეტოქეს უგოლოდ გაეყარა.
ფლორენციელებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს, თუმცა თამაშის მიმდინარეობით, თუ ვინმეს ეკუთვნოდა გამარჯვება, ეს სწორედ სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი იყო. ფაქტია, რომ "ვიოლა" ნელნელა გუნდს ემსგავსება და იოლად აღარ თმობს ქულებს, ნეაპოლელებმა კი ბოლო ორ ტურში შესაძლებელი ექვსი ქულიდან, მხოლოდ ერთი აიღეს - კრიზისი? ჩავარდნა? - მოდით, დასკვნების გაკეთებისგან ჯერ მაინც თავი შევიკავოთ.

კვირის შეხვედრებიდან "იუვენტუსის" სიცილიური ფრე უნდა გამოვყოთ - ანტონიო კონტეს შეგირდებმა ისე რა ითამაშეს "კატანიასთან" და ისე რა შედეგიც მიიღეს. მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა, ხაზი კი ბურთმა ორჯერ გადაკვეთა და საბრძოლო ფრე, 1:1 დაფიქსირდა. ტურინელთაგან გოლი მილოშ კრასიჩის ანგარიშზეა, იქამდე კი ანგარიში ბერხესიომ გახსნა. სიცილიაში ფრე სამარცხვინო რეზულტატი ნამდვილად არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, სკუდეტოსთვის მებრძოლმა გუნდმა სწორედ ასეთ შეხვედრებში უნდა დააგროვოს ქულები. პრინციპში, ტურინელებს ჯერ არ უთქვამთ, რომ ჩემპიონობა აქვთ მიზნად დასახული და ვინ იცის, იქნებ მართლაც ევროსაგზურის მოპოვებაა მათი პროგრამა მაქსიმუმი.

და მაინც, ბრავო "ატალანტას", რომელსაც ოთხ თამაშში სამი გამარჯვება და ერთი საყაიმო რეზულტატი აქვს - რომ არა დაკლებული ქულები, ბერგამოული გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებოდა. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, ერთპიროვნული ლიდერი... როგორც ჩანს, სასჯელმა მართლაც კარგად იმოქმედა "ატალანტას" ფეხბურთელებზე, თამაშს თამაშზე იგებენ და თუ ასე გააგრძელეს, ისედაც აინაცვლებენ ლიდერთა შორის.

მართლაც საოცარია, "ატალანტას" ექვსი ქულა აქვს დაკლებული და ამ პირობებშიც კი, მაგალითად "ინტერს" ზემოდან დაჰყურებს, "მილანს" სულ ერთი ქულით ჩამორჩება, "იუვენტუსამდე" კი ერთი გამარჯვება აშორებს. მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვლილი ოთხი ტურის შემდეგ, ჩემპიონატის მთავარი სიურპრიზი და აღმოჩენა ბერგამოს "ატალანტაა".

იტალია. სერია A. V ტური
ოლონია-ინტერი 1:3
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე (70. ალიარდი) - მორლეო, პორტანოვა, ანტონსონი, კაზარინი - პერესი, მუდინგაი, კონე - რამირესი (79. კრჰინი), დიამანტი - დი ვაიო (65. აკვაფრესკა).
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - კივუ, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, ობი (65. მუნტარი) - კოუტინიო (56. ჯონათანი) - პაცინი, ფორლანი (75. მილიტო).
გოლები: 0:1 პაცინი (39), 1:1 დიამანტი (66), 1:2 მილიტო (81-პენ.), ლუსიო (87).
გაფრთხილება: კრჰინი - კოუტინიო.
გაძევება: მორლეო (ბოლონია).
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 7(4)-9(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000

მილანი-ჩეზენა 1:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, იეპესი, ტიაგო სილვა, ტაივო (51. ძამბროტა) - ნოჩერინო, ვან ბომელი, ზეედორფი - ემანუელსონი - კასანო (82. ინძაგი), ელ შაარავი (66. აკვილანი).
ჩეზენა (4-4-1-1): რავალია - კომოტო, ფონ ბერგენი, როსი (79. კოლუჩი), როდრიგესი - პაროლო, გუანა, მარტინესი (46. გეზალი), მარტინიო - კანდრევა (46. ედერი) - მუტუ.
გოლი: 1:0 ზეედორფი (5).
გაფრთხილება: იეპესი, ტაივო, ზეედორფი - გუანა.
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 7(4)-5(3); ბურთის ფლობა: 61%-38%.
მაყურებელი: 53 000

ნაპოლი-ფიორენტინა 0:0
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ფიდელეფი (54. არონიკა) - ცუნიგა, ინლერი, გარგანო, დოსენა (72. პანდევი) - ჰამშიკი, ლავეცი (81. სანტანა) - კავანი.
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო (86. ლაძარი), მუნარი (78. ხარჯა) - ჩერჩი, ვარგასი (68. რომულო), იოვეტიჩი.
გაფრთხილება: ინლერი, ჰამშიკი - ბეჰრამი, მონტოლივო, ვარგასი.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6(3)-11(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 000

კიევო-ჯენოა 2:1
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ცეზარი, მორერო, იოკიჩი - ბრედლი, რიგონი (83. სამარკო), ჰეტემაი - კრუსადო (56. მოსკარდელი) - პელისიერი, თერეუ (68. პალოსკი).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - ბოვო, დაინელი, კალაძე, მორეტი - ხორკერა (58. სეიმური), კუჩკა, ველოზო, კონსტანტი - პალასიო (61. გრანკვისტი), კარაჩოლო (31. პრატო).
გოლები: 0:1 პალასიო (48), 1:1 პელისიერი (74), 2:1 მოსკარდელი (90).
გაფრთხილება: კუჩკა, პრატო (ჯენოა).
გაძევება: დაინელი (59).
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 17-23; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18(9)-6(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 12 000

ატალანტა-ნოვარა 2:1
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, მანფრედინი, კაპელი, ბელინი - შელოტო (85. ბონავენტურა), ჩიგარინი, პადოინი, ბრიგი - გაბიადინი (63. მორალესი) - დენისი (80. ტირიბოკი).
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - დელაფიორე, პაჩი, ლისუძო, ჯემიტი - მაძარანი (68. გრანოჩე), პორკარი, რიგონი - რადოვანოვიჩი (58. ჯორჯი) - მორიმოტო (61. ჯედა), მეჯორინი.
გოლები: 1:0 შელოტო (34), 2:0 ჩიგარინი (59), 2:1 პორკარი (89).
გაფრთხილება: მაზიელო, კაპელი, ჩიგარინი, ბრიგი - რადოვანოვიჩი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(5)-8(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 24 000

კალიარი-უდინეზე 0:0
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი (83. ეკდალი) - რიბეირო, კოსუ (65. იბარბო), ნენე (46. ლარივეი).
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი (85. ექსტრანდი) - ბადუ, პინცი, ისლა, ასამოა, არმერო - ტორჯე (63. ფაბრინი), დი ნატალე.
გაფრთხილება: ნაინგოლანი - დომიცი, ბადუ, პინცი, არმერო, ფაბრინი.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14(6)-9(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

კატანია-იუვენტუსი 1:1
კატანია (4-3-3): ანდუხარი - კაპუანო, ბელუში, სპოლი, ალვარესი (29. მარკეზე) - ალმირონი (65. ლედესმა), ლოდი, დელ ვეკიო - კატელანი, ბერხესიო (78. სუაზო), გომესი.
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, კიელინი, გროსო - პირლო, ვიდალი - მარკიზიო (81. კვალიარელა), კრასიჩი, ელია (46. პეპე) - მატრი (72. დელ პიერო).
გოლები: 1:0 ბერხესიო (21), 1:1 კრასიჩი (49).
გაფრთხილება: კაპუანო, ალმირონი - კიელინი, მარკიზიო, ვიდალი.
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12(4)-13(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 19 000

ლაციო-პალერმო 0:0
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, დიაკიტე, დიასი, ლულიჩი - მათუზალემი, კანა (46. ბროკი), ლედესმა - ერნანესი (76. სკული) - სისე, კლოზე.
პალერმო (4-4-2): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, მილიაჩო, ბალცარეტი - ბერტოლო (58. აკუა), ბარეტო, დელა როკა, ზაჰავი (89. ბაჩინოვიჩი) - ერნანდესი, პინილია (63. ილიჩიჩი).
გაფრთხილება: კანა, მათუზალემი - მილიაჩო.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15(6)-10(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 000

სიენა-ლეჩე 3:0
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, როსი - ბრიენცა, გაცი, დ’აგოსტინო (72. ვერგასოლა), მანინი (82. გროსი) - კალაიო (74. რეჯინალდო), დესტრო.
ლეჩე (4-3-3): ჟულიო სერჟიო - ტომოვიჩი, კუადრადო, ესპოზიტო, მესბა - პიატი, ობოდო, ჯაკომაცი - პერტოლაჩი (53. დი მიკელე), პასკუატო (64. შტრასერი), კორვია (72. ოფერე).
გოლები: 1:0 დესტრო (6), 2:0 კალაიო (53), 3:0 კალაიო (70).
გაფრთხილება: დაგოსტინო, დესტრო - ტომოვიჩი.
გაძევება: ესპოზიტო (62).
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7(4)-7(3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 13 000

პარმა-რომა 0:1
გოლი: ოსვალდო (50)

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 4 2 2 0 7-3 8
2. უდინეზე 4 2 2 0 5-1 8
3. კიევო 4 2 1 1 6-5 7
4. პალერმო 4 2 1 1 7-6 7
5. ფიორენტინა 4 2 1 1 5-2 7
6. ნაპოლი 4 2 1 1 6-3 7
7. კალიარი 4 2 1 1 6-5 7
8. ჯენოა 4 2 1 1 8-5 7
9. ლაციო 4 1 2 1 5-5 5
10. მილანი 4 1 2 1 5-6 5
11. კატანია 4 1 2 1 2-4 5
12. სიენა 4 1 2 1 4-2 5
13. რომა 4 1 2 1 3-3 5
14. ნოვარა 4 1 1 2 7-7 4
15. ატალანტა 4 3 1 0 7-4 4
16. ინტერი 4 1 1 2 7-8 4
17. ლეჩე 4 1 0 3 3-7 3
18. პარმა 4 1 0 3 3-9 3
19. ბოლონია 4 0 1 3 2-8 1
20. ჩეზენა 4 0 0 4 2-7 0

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი: რომა-ატალანტა, ინტერი-ნაპოლი.
2 ოქტომბერი: ნოვარა-კატანია, ჩეზენა-კიევო, ფიორენტინა-ლაციო, ლეჩე-კალიარი, პალერმო-სიენა, პარმა-ჯენოა, უდინეზე-ბოლონია, იუვენტუსი-მილანი.

ბომბარდირები: 4 - პალასიო (ჯენოა); 3 - კავანი (ნაპოლი), დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე), ჯოვინკო (პარმა), მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანიერი თუ უშველის წლს ინტერს თუ არა მომავალ წელს ლიგაზეც ვერ მოხვდება.
giga
13:35 26-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული