ეტოო: "ინტერის" ყოველი წაგების შემდეგ ტელეფონის დამტვრევა მინდოდა

AutoSharing Option
მახაჭკალის "ანჟის" თავდამსხმელი სამუელ ეტოო ამბობს, რომ დაღესტანში გადასვლის მიუხედავად თავისი ყოფილი გუნდის შედეგებს აკვირდება.

"გუნდის დატოვების შემდეგაც "ინტერის" ნაწილად ვრჩები. "ინტერის" მფლობელი მასიმო მორატი ჩემთვის მამასავითაა. ყოველთვის, როდესაც სეზონის დასაწყისში ჩემი ყოფილი გუნდის თამაშის შედეგის შესახებ შეტყობინებას ვიღებდი, ტელეფონის დამტვრევა მინდებოდა.

დარწმუნებული ვარ, რანიერის მოსვლის შემდეგ გუნდს ყველაფერი გამოუვა. რაც შეეხება ჯანპიერო გასპერინის, არ მქონდა დრო, რათა მას, როგორც მწვრთნელს, გავცნობოდი. წავალ თუ არა ცსკას-თან "ინტერის" მატჩზე? არა, მაგრამ გუნდს სასტუმროში აუცილებლად შეხვდები", - განაცხადა ეტოომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის
ჩემპიონატის საწყის სამ ტურში "ინტერმა" მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რაც მთავარ მწვრთნელს ჯან პიერო გასპერინის სამუშაოს დაკარგვად დაუჯდა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული