მილანი ამაურით დაინტერესდა

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გუშინ "გაძეტა დელო სპორტმა", რომლის მიხედვითაც კარვალიო ამაურის გადაბირებით "მილანის" მესვეურები არიან დაინტერესებულნი.

ძველი ამბავია, რომ "იუვეს" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ბრაზილიელ-იტალიელის იმედი არ აქვს და მასთან განშორება სურს, მაგრამ ამ საქმეს არა და არ დაადგა საშველი. ამაურით რამდენიმე ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ხან "იუვეს" არ აწყობდა ფორვარდის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა, ხანაც თავად ფეხბურთელი უარობდა ბევრად უფრო სუსტ გუნდში, ან ლიგაში გადაბარგებას.

ცნობილი ამბავია, რომ ამაურის სანაცვლოდ "გალათასარაი" 15 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ თურქეთში გადასვლაზე თავად
ფორვარდმა განაცხადა უარი, რითაც თვით ანილების ოჯახი გაანაწყენა. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს "გაძეტას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია - თუ "მილანს" მართლაც სურს ამაურის გადაბირება და მიზნის მიღწევას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება, წეით, ამ საქმეს წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს. რატომ? - მოუსმინეთ თავად ამაურის:

"ჩემთვის მთავარი არა ფული, არამედ სპორტული მოტივაციაა, რადგან ძალიან მინდა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო. შესაბამისად, თუ ისეთ გუნდში გადასვლის საშუალება მომეცა, როგორიც "მილანია", ერთი წუთითაც არ დავფიქრდები ისე მოვაწერ კონტრაქტს ხელს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული