მექსესი "იუვენტუსთან" სათამაშოდ მზად იქნება

AutoSharing Option
"მილანის" 29 წლის ფრანგი მცველი ფილიპ მექსესი თავის ახალ გუნდში პირველად კვირას "იუვენტუსთან" მატჩში ითამაშებს. ცენტრალური მცველის გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპით მიდის. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მექსესი 14 ოქტომერზე ადრე ვერ დაბრუნდებოდა.

ფრანგმა მარცხენა ფეხის ჯვარედინი იოგები, 3 აპრილს "რომას" შემადგენლობაში თამაშისას "იუვენტუსთან" მატჩში გაიწყვიტა. გუნდთან ერთად ვარჯიში მექსესმა 16 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ ჩეხეთის "ვიქტორიასთან" ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩისთვის განაცხადში შეყვანილი არ არის.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი მექს,აბა შენ იცი!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული