კიელინის კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" ბოლო ორ შეხვედრაში შესაძლებელი ექვსი ქულიდან მხოლოდ ორი აიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურინული გრანდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში თუ არა, რაღაც მსგავსში მაინც გახვეულიყო.

განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ჯორჯო კიელინი გახლავთ მოქცეული, რომელმაც ორ შეხვედრაში უამრავი შეცდომა დაუშვა და ბრალიც მიუძღვოდა გაშვებულ გოლებში. არადა, კიელინი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და აქამდე, კრიტიკას არ იყო ჩვეული. თავად ჯორჯო ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, სამაგიეროდ, მისი აგენტის, დავიდე ლიპის პირით შეუთვალა მედიას, ზედმეტებში ნუ გადადიხართო. მოვუსმინოთ დავიდეს:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცას ძალიან უნდა "იუვეს"
ბოლოდროინდელი წარუმატებლობები მთლიანად ერთ ფეხბურთელს მიაწეროს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ განვლილ ორ პაექრობაში "ბიანკონერის" დაცვა ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ყველაფრის კიელინიზე გადაბრალება, აშკარად მეტისმეტია.

ჯორჯოს თავი არ დაუზოგავს და რიგ ეპიზოდებში ბრწყინვალედაც გაისარჯა, შეცდომა კი აბსოლუტურად ყველას შეიძლება მოუვიდეს. ამიტომ, კარგი იქნება თუ ეს გადამეტებული კრიტიკა შეწყდება და ჯორჯოს მშვიდად ვარჯიშის საშუალებას მივცემთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული