შვედმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მატჩი მისთვის განსაკუთრებული იქნება. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსში" 2004-2006 წლებში გამოდიოდა.
"ტრავმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში გამართული შეხვედრა ჩემთვის პირველი გახდა. მიხარია მწყობრში დაბრუნება. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. "იუვენტუსი" ჩემი ყოფილი გუნდია, ამიტომ ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. ტურინში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
მომზადებულია Tuttosport.com-ის მიხედვით